მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმედს ვიტოვებ, პირი რომელმაც ადამიანს ნაგავი დააყარა, უმკაცრესად დაისჯება“ - დავით ჩიხელიძე

ქუთაისის უნივერსიტეტი

„იმედს ვიტოვებ, ბათუმის ინციდენტი საქართველოს ისტორიაში პირველი და უკანასკნელი იქნება, რომელიც არასოდეს განმეორდება და პირი რომელმაც ადამიანს ნაგავი დააყარა, უმკაცრესად დაისჯება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე 23 იანვარს ბათუმში მომხდარ ინციდენტს, როდესაც  აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მას მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტებმა თავზე ნაგავი გადააყარეს.

ჩიხელიძის თქმით, ბათუმში მომხდარ ინციდენტს არანაირი გამართლება არ აქვს:

„23 იანვარს ბათუმში მომხდარი ინციდენტი ყოვლად მიუღებელი შემაშფოთებელი და ამორალურია. დაუშვებელია სისხლის სამართლის დანაშაულის, გამოხატვის თავისუფლების სახელით შენიღბვა და გამართლება. სწორედ ის არის ჩვენი პრობლემა, რომ არ ვიცით განსხვავებული აზრის პატივისცემა და რიგ შემთხვევაში, არ გვყოფნის ინტელექტი/ცოდნა რეალურად შევაფასოთ ტერმინთა მნიშვნელობაც კი. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ ჩადენილ უღირს საქციელს ერთნი გმობენ, ხოლო მეორენი ამართლებენ და იწონებენ. ადამიანზე ნაგვის დაყრის გამართლება ავადმყოფური აზროვნების შედეგია. ნათლად წარმოვიდგინე თუ როგორები იქნებოდნენ ეს ადამიანები ხელისუფლებაში რომ დაბრუნებულიყვნენ, მერწმუნეთ მათ ორი გვამი აღარ დააკმაყოფილებდა...

პირადად არ ვიცნობ ბატონ ირაკლი ჩავლეიშვილს, ცხოვრების არცერთ ეტაპზე მასთან ირიბი შეხებაც კი არ მქონია, მაგრამ მინდა, გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოვუცხადო და ბოდიში მოვუხადო, ბოდიში ფსევდო ქართველის და ვითომ პოლიტიკოსების გამო. ადრე ვთქვი და ახლაც განვმეორდები, სამწუხაროდ ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი დღემდე „ქვის ხანის“ პოლიტიკოსებად დარჩნენ, ვერ განვითარდნენ რაც არა კონკრეტულ ადამიანს, არამედ ჩვენს სახელმწიფოს აზიანებს. იმედს ვიტოვებ, ბათუმის ინციდენტი საქართველოს ისტორიაში პირველი და უკანასკნელი იქნება, რომელიც არასოდეს განმეორდება და პირი რომელმაც ადამიანს ნაგავი დააყარა, უმკაცრესად დაისჯება....

ქვის ხანის პოლიტიკოსები ვახსენე და აქვე მსურს გამოვეხმაურო მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ „თუ პარლამენტი საბოლოოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, მაშინ გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი”. ოპოზიციურმა პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტს მანდატის გაუქმების თხოვნით საკუთარი ინიციატივით მიმართეს, ახლა კი მისი გაუქმება არ უნდათ, ქვის ხანის პოლიტიკოსი განა სხვა რამეა“, - აღნიშნავს ჩიხელიძე.