მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინანებს თუ არა „გირჩი“ პარლამენტში არშესვლას - იაგო ხვიჩიას პასუხი

პოლიტიკური მოძრაობა გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, ბევრი ფიქრის შედეგად. შეიძლება შეცდომა დავუშვათ, მაგრამ შეცდომები გვასწავლიან, რომ ისინი არ უნდა გავიმეოროთ“, - ასე უპასუხა პარტია „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ კითხვას, რომელიც მას გადაცემა „რეაქციაში“ წამყვანმა ბოიკოტის შესახებ დაუსვა. 

მისი თქმით, ახლა მთავარია ოპოზიცია შეთანხმდეს იმაზე, რას მოიმოქმედებს მაშინ, თუ მოვლენები მათთვის ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდება.

„მე ყველაზე იმედიანად მოლაპარაკების პროცესს ვუყურებ, რომელშიც ყველა ვმონაწილეობთ. უბრალოდ მაინტერესებს, ყველაზე ცუდი სცენარისთვის როგორ ვემზადებით? მაგალითად, კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციას დაფინანსებას მოუხსნის და სხვა. ჩემი აზრით ოპოზიცია უკვე უნდა სახავდეს გეგმას, თუ რას მოიმოქმედებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში. პარლამენტში ოპოზიციის არშესვლითაც ვიღებთ იმაზე პასუხისმგებლობას რაც ქვეყანაში ხდება. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რას ვშვრებით, რომ კონფლიქტი არ იყოს“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

👉 ინფორმაციისთვის, მთელი ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და აცხადებს, რომ ის გაყალბებულია.

👉 ყველა პარტიამ, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ოპოზიციამ მომდევნო სამი აქცია დააანონსა

👉 „ან ჩამოვიდეს, ან გაჩუმდეს“ - ბოკერია და ბარამიძე სააკაშვილის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)