მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინაშვილი: არასდროს არ გვითქვამს უარი დიალოგზე, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით პროცესში

პატრიოტთა ალიანსი

ამ წუთებში 9 ოპოზიციური პარტია ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს ხვდება. 

როგორც ცნობილია, სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება დასხდებიან თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.

ამასთან დაკავშირებით „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა გააკეთა კომენტარი.

„მუდმივად გვაქვს შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან. ვაწვდით მათ ინფორმაციას საარჩევნო დარღვევების შესახებ და არჩევნების შემდეგაც არ გაგვიწყვეტია კომუნიკაცია.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორმა გაიგოს საქართველოში არჩევნები გაყალბდა და ეს აღარ უნდა განმეორდეს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, არასოდეს არ უთქვამთ დიალოგზე უარი.

„ჩვენ არასდროს არ გვითქვამს უარი დიალოგზე, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით პროცესში. მაგრამ ამ დიალოგს უნდა მოჰყვეს შედეგი, რაც ხელახალი არჩევნების დანიშვნა იქნება“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

📌 ცნობისთვის, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.