მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინაშვილი: მე ვარ ხელისუფლება და გეტყვით როგორ მოვიქცეოდი

ინაშვილის კომენტარი შეხვედრის შემდეგ

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორები დიდ დროს ხარჯავენ, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია კონსენსუსამდე მივიდეს.

„კარგი იქნება, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები და მივიდეთ შეთანხმებამდე.

დავაფიქსირე ჩვენი პარტიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გამოსავალი შექმნილ ვითარებაში მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნაშია“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა თუ როგორ მოიქცეოდა ხელისუფლებაში, რომ ყოფილიყო.

„მე ვარ ხელისუფლება და გეტყვით როგორ მოვიქცეოდი. „ქართული ოცნება“ თუ ამტკიცებს რომ ის არის ძლიერი პარტია და არ აქვს შიშები, უნდა განახორციელოს ეს ინიციატივა.

მე რომ ვიყო ხელისუფლება ასეთი პოლიტიკური კრიზისის ვითარებაში, გამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ არ მეშინია კიდევ ერთხელ დავდო შედეგი და დავნიშნავდი ხელახალ არჩევნებს გაზაფხულზე“, - დასძინა მან.

როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, ასეთი შეთანხმების შემთხვევაში შეიძლება მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე.

„რამდენიმე ინიციატივა მაქვს. ვთავაზობ „ქართულ ოცნებას“ მე-9 მოწვევის პარლამენტმა ჩაატაროს რიგგარეშე სხდომა და განახორციელოს კონკრეტული ცვლილებები.

რაც შეეხება მე-3 რაუნდს მოწადინებული ვარ, რომ შედგეს ეს შეხვედრა. როცა შეთანხმება გვინდა ორივე მხარე უნდა გარდატყდეს და წავიდეს დათმობაზე.

ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის პოზიციას ველოდებით“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

🔺 ინფორმაციისთვის, არცერთი ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

„კომპრომისი შეიძლება იყოს ხელახალი არჩევნები და ამის ფონზე აქციების შეწყვეტა“ - ბურჯანაძე ელჩებთან შეხვედრის შემდეგ

ნათელაშვილი: ოპოზიციის ფეხი არ იქნება პარლამენტში