მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იონათამიშვილი: ე.წ. "ციხის ბუნტის" საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით სამართლიანობა უკვე საერთაშორისო დონეზეც აღდგა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

„როდესაც ვამბობთ ხოლმე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო მავნებლური ხელისუფლება, რომელიც ერჩოდა თავის მოქალაქეებს და ხშირ შემთხვევაში, მათ სიცოცხლის უფლებასაც კი ულახავდა, დადასტურებულია უკვე არაერთგზის - მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. „ციხის ბუნტთან“ დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

"ჩვენ ვნახეთ შეფასებები, რომ არა მხოლოდ წამებას, არა მხოლოდ ძალის გადამეტებას, არამედ სიცოცხლის ხელყოფასა და დაზარალებული ადამიანებისთვის დახმარების არ აღმოჩენასაც ჰქონდა ადგილი. ეს არის უმძიმესი დასკვნა მათთვის. რასაკვირველია, ამ ნაწილშიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო დონეზეც აღდგა სამართლიანობა. რაც შეეხება პასუხისმგებელ პირებს, ვფიქრობ, რომ იმ ძალას, რომელიც ასე ერჩოდა და ძალადობდა საკუთარ მოსახლეობაზე, საერთოდ არ აქვს პოლიტიკაში ადგილი“,- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.