მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იონათამიშვილი ზუგდიდის მოვლენებზე: სწორი გადაწყვეტილება იყო, პოლიციამ მაღალი პროფესიონალიზმით იმუშავა ​

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ქართული ოცნების ოფისში 2019

„როცა არსებობს გარკვეული რისკები, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, პოლიციამ იმუშავა მაღალი პროფესიონალიზმით“, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა 21 ოქტომბერს ზუგდიდში განვითარებული მოვლენები.

მისი თქმით,პოლიციამ იმუშავა მაღალი პროფესიონალიზმით, რაშიც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სამხარეო პოლიციის უფროსმა ავთანდილ გალდავამ.

„პოლიციას შეეძლო ძალისმიერი ოპერაცია ჩაეტარებინა და ამის ყველანაირი რესურსი არსებობდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, თუკი არსებობს გარკვეული რისკები ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება,

მნიშვნელოვანია, რომ ოპეარაციის პირველი ნაწილი, რაც გულისხმობდა მძევლების უსაფრთხოდ განთავისუფლებას, წარმატებით არის დასრულებული, ოპერაცია და საპოლიციო ღონისძიებები გრძელდება და მე დარწმუნწბუნებული ვარ, რომ მისი მეორე ნაწილიც იქმნება ასევე წარმატებული“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

რაც შეეხება სხავადასხვა პოლიტიკოსის თუ ოპონენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, დეპუტატი მიიჩნევს, რომ საზოგადოება თავად განსჯის რა არის მთავარი.

„ის, რომ შენ გულშემატკივრობ მძევლებს და სამართალდამცველებს თუ ის, რომ პოზირებ და კეკლუცობ ცხელი წერტილის ფონზე. „ვფიქრობ ამაზე კომენტარების გაკეთება არ არის საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ ისეთი ოპონენტებიც, რომლებმაც სახელმწიფოებრივი პოზიცია დაიკავეს და ეს კარგია“, -განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა.

🔴 რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

🔴 თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. ერთ-ერთი მძევალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო.

🔴 22 ოქტომბერს, გამთენიისას, თავდამსხმელმა ბოლო სამი მძევალი გაათავისუფლა და ადგილიდან მიიმალა. თავდამსხმელის კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება. შსს ამ დრომდე აგრძელებს თავდამსხმელის სამძებრო სამუშაოებს.