პოლიტიკა

იოსებ ხახალეიშვილი: ჩემთვის მნიშვნელოვანია, ნებისმიერი საკითხი მოქალაქეების ჩართულობით უმოკლეს ვადაში გადაწყდეს

ხახალეიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
22:24 22.09
დაკოპირებულია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო, არჩევის შემთხვევაში განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა და სხვადასხვა საკითხებზე მათ პოზიციები მოისმინა.

დღევანდელ შეხვედრაზე ქუთაისის მერობის კანდიდატმა რამდენიმე პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომელიც უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე განხორციელდა, მათ შორის: რამდენიმე ქუჩის, სკვერის, სანიაღვრე არხების, შიდა გზების, საყრდენი კედლების, ეზოების და სადარბაზოების რეაბილიტაცია.

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, მისთვის პრიორიტეტულია მოქალაქეების დასაქმება, სოციალური პირობების გაუმჯობესება, ასევე, მომავალი თაობისთვის გასართობი და გამაჯანსაღებელი ცენტრების შექმნა.

„საინტერესო შეხვედრა გაიმართა უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებთან, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები გაგვაცნეს, ისაუბრეს ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარებადია, მერად არჩევის შემთხვევაში, მოქალაქეების მიერ დასახელებული პრობლემების მოგვარება პირველი რიგის საკითხი იქნება და რა თქმა უნდა, დაპირებად არ დარჩება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, პირადად მოვისმინო ყველაფერი, რაც აწუხებს ადგილობრივებს და მათი აზრის გათვალისწინებით უმოკლეს ვადაში მოხდეს საკითხის მოგვარება", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ქუთაისის მერობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ კიდევ ერთი პრიორიტეტული საკითხი, რომელსაც დიდ ყურადღებას დაუთმობს, დევნილი მოქალაქეების თემაა.

იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში დევნილი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ქუთაისში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კიდევ არაერთი პროექტია დაგეგმილი, რომელიც აუცილებლად განხორციელდება.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
ზუგდიდში ეზოების კეთილმწოყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშოების მიმდინარეობას თამარ მეფის ქუჩაზე...
29 წუთის წინ
ასპინძაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 87 წლის ქალი, რომელსაც ქრონიკული დაავადე...
34 წუთის წინ
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბიანი საპ...
50 წუთის წინ
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), კონსტიტუციური უფლების რეალიზების მიზნით, სამკურნალო სტაციონარუ...
16:36
გზების რეაბილიტაცია შუახევში შუახევში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო...
შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. ამის შეს...
თენგიზ ზენაიშვილი: ეს სახლი არის ჩემი პი...
„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა" თქვა, რომ გია ვოლსკი...
ვახტანგ გომელაური ზუგდიდში იმყოფება
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური...
ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მ...
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმეა. ამის შესახებ დეკანოზი...