მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იოსელიანი: მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, არ გაუუქმონ ოპოზიციას საპარლამენტო მანდატები

იოსელიანის განცხადება

„მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დატოვონ სივრცე მოლაპარაკებებისთვის და არ გაუუქმონ ოპოზიციას საპარლამენტო მანდატები.

„ამ ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი არის მოლაპარაკების გაგრძელება, ჩვენ დავამტკიცეთ ეს, გავაგრძელეთ მოლაპარაკებები, მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც სრულიად ოპოზიციის მონაპოვარია, მათთან ერთად შედგენილი დოკუმენტია,“- აღნიშნავს იოსელიანი.

ოპოზიციონერი პარლამენტარი მიიჩნევს, რომ ამ მოლაპარაკებების გაგრძელება ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში დღეს 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს უყრიან კენჭს.

აღნიშნულ კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტში ახლადშესული პარტია „მოქალაქეების“ წევრებიც, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.

აგრეთვე იხილეთ:

პარლამენტში დღეს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას უყრიან კენჭს