პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ნატო-საქართველოს ურთიერთობები უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა

საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე
17:59 08.04
დაკოპირებულია

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას შეფასებით, შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს როლი მზარდია.

"ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 5 სამხედრო ხომალდი და საქართველოს სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები ერთობლივ წვრთებს ატარებენ. ეს, ერთი მხრივ, საქართველოსა და ალიანსს შორის წარმატებული პრაქტიკული თანამშრომლობის და ნატო-ს მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია. მეორე მხრივ კი - ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოს ჩართულობის გარეშე. ერთობლივი წვრთნები საქართველოსა და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის გაზრდას და ჩვენი თავცადვისუნარიანობის ამაღლებას ემსახურება", - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ

მისი თქმით, ნატო-საქართველოს ურთიერთობები, დღეს, უპრეცენდენტოდ მაღალ ნიშნულზეა.

დეპუტატის განცხადებით, საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა და გაძლიერებული შესაძლებლობების პარნტიორი, ფლობს გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და ყოველდღიურად აღრმავებს თანამშრომლობას ალიანსთან.

"თავსებადობის კუთხით, ვუსწრებთ ალიანსის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს, ვმასპინძლობთ ნატო-ს სამხედრო წვრთებს და ვხელმძღვანელობთ ნატოს სწავლებებს, სტრატეგიული პარნტიორებისგან ვღებულობთ უახლეს შეიარაღებას, უმნიშვნელოვანესი წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკური უსაფრთხხოების უზრუნველყოფაში. სწორედ ეს მიღწევები და სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმები უდევს საფუძვლად ჩვენი პარტნიორების მხრიდან მაღალ შეფასებებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ნატო-საქრთველოს თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთოების საკითხებში, საქართველოს ჩართულობა შავი ზღვის უსაფრთოხების ზომებში, რასაც საფუძვლად უდევს ერთი მხრივ, საქართველოს მიერ 2017 წელს წარდგენილი კონკრეტული წინადადებები და მეორე მხრივ - 2018 წლის ალიანსის ბრიუსელის სამიტზე და 2019 წლის ვაშინგტონის მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილებები.

ასევე ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე წლის 2 აპირილს, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა. როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის COVID-19-ის გლობალურ პანდემიას, როდესაც ამ გამოწვევამ მოახდინა ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების მოკლე და საშუალოვადიანი ამოცანების მნიშვნელოვანი გადააზრება, საქართველოს საკითხი კვლავ წინა პლანზეა NATO-ს და მისი მოკავშირეების დღის წესრიგში. მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს მხადრაჭერის ახალი ზომების შესახებ (მათ ისეთ სფეოებში როგორებიცაა მეტი ჩართულობა შავ ზღვაზე ალიანსისა და წევრი სახელმწიფოების წვრთებში, თანამშრომლობა ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ, საქართველოს ჩართვა შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის რეგიონულ პროგრამაში) კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ, მსოფლიოსთვის ასეთ რთულ ვითარებაში, ალიანსი არამხოლოდ ერთგულია საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი, არამედ აღრმავებს თანამშრლოლობას ჩვენს ქვეყანასთან კონკრეტული ნაბიჯებით", - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

იპოთეკური სესხი

სახელმწიფო იპოთეკურ სესხებზე ნაწილობრივ...

სახელმწიფო იპოთეკური სესხის ამღებ პირებს 20%-იან გარანტორად ჩაუდგება. ამის შესახ...
საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თან...
23:35 28.05
საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თან...
23:23 28.05
"პანდემიამ გამოწვევის წინაშე დაგვაყენა ყველა და ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა", - ამის შ...
23:04 28.05
გლდანის ხევის NI–NIა კორპუსებთან დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით...
22:08 28.05
დისტანციური კონსულტაცია კონტრაფაქციასთან ბრძოლის მექანიზმები კორონავი...
სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) 50-ზე მეტი წევრი დაესწრო დღეს საქპატენტისა და INTA...
ზახაშვილი: უხსოვარი დროიდან, კულტურული ე...
"კოვიდი სულ რომ არ არსებობდა, უხსოვარი დროიდან, ყველა კულტურული ერი საჭიროდ თვლი...
გიგი წერეთელმა აზერბაიჯანის პარლამენტის...
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წე...
თარხნიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზ...
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიც...