მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ჩიქოვანი სააკაშვილზე: წარსულის პოლიტიკოსი დადებით შედეგს ვერ შექმნის ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში

ირაკლი ჩიქოვანი ბრიფინგს მართავს

"მიხეილ სააკაშვილი არის წარსულის პოლიტიკოსი და წარსულის პოლიტიკოსი დადებით შედეგს ვერ შექმნის ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, თანმიმდევრულობა, სისტემურობა და ღირებულებებზე დაფუძნბებული პოლიტიკის წარმოება მიხეილ სააკაშვილისთვის უცხოა.

„თანმიმდევრულობა, სისტემურობა, ან ღირებულებებზე დაყრდნობილი პოლიტიკის წარმოება მიხეილ სააკაშვილისთვის დამახასიათებელი არ არისმიხეილ სააკაშვილი არის წარსულის პოლიტიკოსი და წარსულის პოლიტიკოსი დადებით შედეგს ვერ შექმნის ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში. თუმცა, სამწუხაროა, რომ საერთოდ, განიხილება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური თანამონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში, ადამიანის, რომელიც მძიმე დანაშაულში არის მსჯავრდებული ჩვენს ქვეყანაში, ადამიანზე, რომელზეც სახელმწიფომ მიმართა უკრაინულ სახელმწიფოს, რომ გადმოეცა. ჩვენ დაველოდებით მოვლენებს და გვექნება შესაბამისი რეაქცია“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.