მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი - შარლ მიშელის ვიზიტი აშკარად ცხადყოფს, რომ ჩვენს რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის

შეხვედრა

ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა შარლ მიშელთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საკითხთა ფართო სპექტრზე, მათ შორის ოკუპაციასა და გლობალურ პანდემიაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა შარლ მიშელთან. მისი ვიზიტი აშკარად ცხადყოფს, რომ ჩვენს რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საკითხთა ფართო სპექტრზე, მათ შორის ოკუპაციასა და გლობალურ პანდემიაზე. საქართველო მადლობელია მხარდაჭერისთვის და აფასებს ამ პარტნიორობას“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა

✔️„ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა“ - შარლ მიშელი

✔️„ევროსაბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არსად წასულა“ - სალომე ზურაბიშვილი