პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე - ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში, რასაც კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრა და მშვიდობიანი მოლაპარაკებები სჭირდება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი,
აზერბაიჯანის მილი
მეჯლისის თავმჯდომარე
საჰიბა გაფაროვა Pia.ge
1620236338
დაკოპირებულია

ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში, რასაც კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრა და მშვიდობიანი მოლაპარაკებები სჭირდება. საქართველო თქვენი მეგობარია და ასეც გაგრძელდება, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ორივე ქვეყანა უნდა იყოს მიზანსწრაფული და მოტივირებული, რათა ერთობლივი ძალებით მეტი პროექტი განხორციელდეს.

„ქალბატონო სპიკერო, პატივცემულო მეგობრებო, დიდი პატივია აქ ყოფნა და თქვენთან შეხვედრა. ბევრჯერ ვყოფილვარ ბაქოში. თქვენ შესანიშნავად აღნიშნეთ, რომ არა მხოლოდ მეზობლები ვართ, არამედ მეგობრები. ჩვენ ერებს - ჩვენ ქვეყნებს შორის - შესანიშნავი ურთიერთობა არსებობს. ადრეც ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ ალიევთან, ჩემს კოლეგებთან - აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან. ახლაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ ალიევთან. ძალიან ნაყოფიერი დისკუსიები გვქონდა ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობისა და ასევე სტრატეგიული პროექტების შესახებ, რომლებსაც ეს ორი ერი ერთად ავითარებდა წინა საუკუნის 90-იან წლებში და ამ საუკუნეშიც. ჩვენ მიზანსწრაფულნი და მოტივირებულნი უნდა ვიყოთ, რათა მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივი ძალებით. ეს ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში, რასაც კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრა და მშვიდობიანი მოლაპარაკებები სჭირდება. საქართველო თქვენი მეგობარია და ასეც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა ჩვენი მიღებისთვის - ჩემი დელეგაციის მიღებისთვის.

კორონავირუსის გამო, ვიზიტებს არ ჰქონდა ხშირი ხასიათი, მაგრამ უნდა შევეცადოთ და მეტი ვიზიტი განვახორციელოთ მომდევნო თვეებში. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საქართველოს პარლამენტის სახელით მოგიწვიოთ ჩვენთან. კახა კუჭავა გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. სწორედ ის არის აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში. ამდენად, შესანიშნავი საფუძველი გვაქვს ისედაც ნაყოფიერი და შესანიშნავი ურთიერთობების განსავითარებლად ორ საპარლამენტო ჯგუფს შორის. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და მოუთმენლად ველი თქვენ ჩამოსვლას თბილისში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მოსალოდნელი ამინდის
პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ ფარგლებში, მოეწყო და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების სადამკვირვებლო სადგურები, რომლებიც ძირითადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებელი პარამეტრების (წყლის დონე, დებიტი, ტემპერატურა, წყალში გახსნილი მყარი ნაწილაკები, ელექტროგამტარობა, წყალბად-იონთა კონცენტრაცია) შესახებ უწყვეტ მონიტორინგს და მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში მოწოდების საშუალებას იძლევა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

1623740205

„ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი იმისა, რომ ჩვენ მარტივად მოვახერხეთ ვითარების გარდატეხა 2021 წლის 18 თებერვალს, გამომდინარე მისი წარსულიდან და იმიჯიდან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

1623740125

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1092 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი, ხოლო 775 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1623739985

„ქართულ ოცნებას“ ერთწლიანი მონაკვეთის განმავლობაში, რაც კი პრობლემა დაუგროვდა ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

1623739894
თავდამსხმელის დაკავება

სამეგრელოს პოლიციამ სენაკში მომხდარი დაჭრის ფ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ბ. გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა

ექსპრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა.

1623705246
შვედეთის დაცვის კედელი და ესპანური უფანტ...

ევრო 2020-ის მე-4 სათამაშო დღე ესპანეთსა და შვედეთს შორის უგოლო ფრით დასრულდა.

იემენის სანაპიროსთან მეთევზეებმა, 25 ადა...

იემენის სანაპიროსთან მეთევზეებმა, 25 მიგრანტი ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.