მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: დესტრუქციული ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან უნდა გავიდეს

ქართული ოცნება

„მინდა გავიმეორო, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს დესტრუქციულ ოპონენტებს - ახალგორი, კოდორი, ათიათასობით დევნილი მოსახლეობა, რომელიც დღეს გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს“, - ამ სიტყვებით მიმართა საზოგადოებას პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენისას.

თავდაცვის მინისტრმა მშვიდობის უალტერნატივობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობა ვერ აარიდა 2008 წლის ომს.

„ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობენ, რატომ ვიხსენებთ წარსულს. ჩვენ ყოველთვის შევახსენებთ მათ ამ მძიმე წარსულს და მძიმე შეცდომას კი არა დანაშაულს, მანამ, სანამ ეს ადამიანები არ მოიხდიან ბოდიშს თითოეული ქართველის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განმარტებით, დესტრუქციული ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან უნდა განიდევნოს. „საერთო ეროვნული ამოცანა უნდა გახდეს ყველა, ნებისმიერი, სახელების გარეშე, დესტრუქციული ოპოზიციის თუ პოლიტიკური ძალის პოლიტიკური ველიდან გაყვანა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.