მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: კონსტიტუციურ ფარგლებში ყველა მოქალაქის აზრის გამოხატვის უფლებას დავიცავთ

თავდაცვის მინისტრი

რა თქმა უნდა, კონსტიტუციურ ფარგლებში ჩვენ ყველა მოქალაქის აზრის გამოხატვის უფლებას დავიცავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აზრის გამოხატვის ნებისმიერი ფორმა დასაშვებია მხოლოდ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში.

„ჩვენ ასე გვესმის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის მთავარი პრინციპები, მაგრამ იმ დათქმით, რომ ყველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გომელაურს და მთელს პოლიციას. ვამაყობ თქვენით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით ასევე დაკავებულია 21 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

👉 დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო

👉 მინდა პოლიციას გადავუხადო გულწრფელი მადლობა