მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: მაღალი პასუხისმგებლობით და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვითარების კონტროლს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მოქალაქეთა მხრიდან შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ გამოჩენილი იქნება მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვითარების კონტროლს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა.

„ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლით შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებები მიიღება მიმდინარე ეპიდვითარების ანალიზის საფუძველზე. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მოქალაქეთა მხრიდან გამოჩენილი იქნება მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვითარების კონტროლს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად ახალი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან დაწესდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

✔️ 25 თებერვლიდან სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროები მუშაობას განაახლებენ

✔️ კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება

✔️ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 25 თებერვლიდან აღდგება