პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება, თუ მოხსნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა

თავდაცვის მინისტრი
1614238644
დაკოპირებულია

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილებები მოქმედი რეგულაციების უმეტესობის შემსუბუქებასთან დაკავშირებით. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ დღეიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, შაბათ-კვირის ჩათვლით; ასევე დღეიდან, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვის პირობით, სამთო კურორტებზე იხსნება სასტუმროები; ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტი საქართველოს მასშტაბით შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

პრემიერმა, დეტალურად ისაუბრა გაწერილ გეგმაზე, რომელიც შემსუბუქების ეტაპობრივად მოხსნას შეეხება.

გაწერილი გეგმის მიხედვით, ეტაპობრივად გაიხსნება:

✔️სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები;

✔️როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები;

✔️უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები;

✔️შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ რესტორნები შაბათ-კვირის გარდა;

✔️არასასურსათო საცალო ვაჭრობა დასაშვები გახდება შაბათ-კვირის ჩათვლით;

მუშაობას ეტაპობრივად განაახლებენ ბიბლიოთეკები, მუზეუმები, სასკოლო წრეები, თეატრები, ასევე, პროფესიული ანსამბლები, სპორტული კლუბები და ა.შ. მე მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო - რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება, თუ მოხსნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

ასევე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო თხოვნით, რომ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ აღნიშნულ შემსუბუქების ღონისძიებებს, ვინაიდან მთავრობას სჭირდება რა თქმა უნდა კარგი კოორდინაცია და ამავდროულად დახმარება, მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდანაც, იმისთვისაც, რომ ეს მიღწეული პროგრესი, რომელსაც ძალიან ეფექტიანად მართავს ჯანდაცვის მინისტრი შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ, გავაუმჯობესოთ და არ მივიღოთ კიდევ უფრო გაუარესებული სიტუაცია.

ამიტომ ამ საკითხს სჭირდება ძალიან კარგი კოორდინაცია და დახმარება, მოსახლეობისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევა.

ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და შემდგომ ნაბიჯებს შემსუბუქების, თუ ასე ვთქვათ, შეზღუდვების მიმართულებით, ვითარების ანალიზის საფუძველზე გადავდგამთ,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

6 მაისი

საკურას ბრილიანტის ბეჭდი, რაფაელის გალერ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 6 მაისის გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრები დონბასში ჩავიდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა იუწყება.

1620318091

„დღეს ავიცერი - რადგან მჯერა, რომ: ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულების ერთადერთი რეალური და დადასტურებული გზა პანდემიას ამარცხებს ჯანდაცვის სისტემა საზოგადოებასთან, ადამიანებთან - თქვენთან და ჩემთან ერთად მნიშვნელობა არ აქვს პირადად გეშინია თუ არა კოვიდის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

1620315278

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი საკუთარ მისიას ოპოზიციის გაერთიანებაში ხედავს“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

1620314408

აჭარაბეთზე EGT ყვავის ჯეკპოტი კიდევ უფრო გაიზარდა და 9.000.000 მილიონ ლარს გადააჭარბა.

1620313944
ეროვნული ბანკისა და ACAG-ის
ერთობლივი პრინტ კონკურსი
გაიმართა

ეროვნული ბანკისა და ACAG-ის ერთობლივი პრინტ კ...

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის ACAG ერთობლივი კიბერუსაფრთხოების თემაზე ჩატარებული პრინტ კონკურსის მთავარი მიზანი საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოებაზე მოქალაქეთა ფოკუსირება და ცნობიერების ამაღლება იყო. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა.

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 6 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4430 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4399 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.31 თეთრი შეადგინა.

1620306488
„ფაიზერის“ ვაქცინა ბრიტანული და აფრიკული...

ჩატარებული კვლევების თანახმად, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ეფექტურია კორონავირუსის მძიმე დაავადების წინააღმდეგ, რომელიც გამოწვეულია ორი ვარიანტით. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.