მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სამხედროებისთვის“ - ეკა სეფაშვილი

უმრავლესობის წევრი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც სამხედროებისათვის კვებითი პირობების უზრუნველყოფას ეხებოდა.

„ეს საინტერესოა! თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სამხედროებისათვის საუკეთესო კვებითი პირობების შესაქმნელად: დაინერგა საკვების კონტროლისა და შემოწმების ეფექტური სისტემა, შედეგი: მყისიერად ხდება აღმოჩენილი უხარისხო პროდუქტის ამოღება მთელი სისტემიდან ხელი ეწყობა ქართული ხორცისა და სხვა ნაწარმის ადგილობრივ სამამულო წარმოებას.

შედეგი: ჯარის კვების რაციონი მრავალფეროვანი და ჯანსაღია შეიქმნა „სტანდარტიზაციისა" და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი, შედეგი: სურსათი, სამზარეულო ინვენტარი, მარგები, ინფრასტრუქტურა ნატოს სტანდარების შესაბამისი და მაღალ ხარისხიანია“, - აცხადებს სეფაშვილი.