მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ირაკლი ღარიბაშვილს გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება დავუბრუნდე ჩემს ოჯახს“ - მაია ცქიტიშვილმა მთავრობა დატოვა

მთავრობას და პარლამენტს ერთობლივად გვაკისრია პასუხისმგებლობა 2024 წელს წარვადგინოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად

„მე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს 15 წელია ვიცნობთ, ამ ფაქტით ბოროტად ვისარგებლე და გულწრფელად ვთხოვე მას, რომ მომცეს საშუალება დავუბრუნდე ჩემს ოჯახს,“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

იგი, ასევე, მადლობას უხდის გიორგი გახარიას.

„მადლობა ბატონ გიორგი გახარიას, საინტერესო დატვირთული პერიოდი იყო ვიცე-პრემიერის პოსტზე ყოფნისას.“ - აცხადებს ცქიტიშვილი.

იგი კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი სრული შემადგენლობით განაგრძობს მუშაობას.

„მიხარია, რომ გუნდი სრული შემადგენლობით აგრძელებს მუშაობას.

მადლობა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს.“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე წუთის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ირაკლი ქარსელაძის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო, თავდაცვის მინისტრის პოსტზე - ჯუანშერ ბურჭულაძის კანდიდატურა. მთავრობის დანარჩენი წევრები უცვლელია.

აგრეთვე იხილეთ:

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა