მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: ამ არჩევნების შემდეგ ბუნებრივად გაჩნდნენ „ლუზერები“ და „ვინერები“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური ძალის იმ ნაწილს, რომლისთვისაც არჩევნები სასურველი შედეგით არ დასრულდა, დასაკარგი არაფერი აქვს, ამიტომ დესტრუქციას მიმართავს. 

„ამ არჩევნების შემდეგ ბუნებრივად გაჩნდნენ ე.წ. ლუზერები, ანუ წაგებული მხარე და ვინერები - ანუ მოგებული მხარე. ვინც ისედაც წაგებულია, მას დასაკარგი არაფერი აქვს და, სამწუხაროდ, ასეთი პარტიები უფრო მეტი დესტრუქციულობით გამოირჩევიან. თუმცა, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ რაციონალური შეთანხმების რესურსი არსებობს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას.

მისი თქმით, ოპოზიციისგან დესტრუქციის ნიშნები ელჩებთან მოლაპარაკების მაგიდასთანაც იკვეთება.

„რა თქმა უნდა დესტრუქციის ნიშნები მოლაპარაკებებზეც იკვეთება. არის გარკვეული ულტიმატუმების დაყენება, რათა ჩაშალონ მოლაპარაკება, მაგრამ ჩვენ მაინც ოპტიმისტური მოლოდინი გავქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მან განმარტა, აღნიშნულ ვითარებაში ოპოზიციას, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, მხოლოდ ერთი გზა აქვს.

„ამ საჭადრაკო დაფაზე ოპოზიციას მხოლოდ ერთი სვლა აქვს, ჩვენ კი დაახლოებით 9. ჭკუაც მათზე მეტად გვიჭრის, რომ ქვეყნის სასიკეთოდ სწორი სურათი დავალაგოთ. საბოლოო ჯამში ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც ეს ჩვენი ქვეყნის მომავალს წაადგება. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარლამენტი ერთპარტიული ნამდვილად არ იქნება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, 15 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიების ჩახსნასთან დაკავშირებით 5 ოპოზიციური პარტიის განცხადება დააკმაყოფილა. ეს პარტიებია: „ნაციონალურმა მოძრაობა“,“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლეიბორისტულმა პარტია“ და „ლელო“.

👉 საპარლამენტო მანდატებზე უარის პროცედურის დასასრულებლად პარტიების არჩეულმა დეპუტატებმა განცხადებები ინდივიდუალურად უნდა დაწერონ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „თუ ოპოზიცია 2021 წელს არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს სრული კატასტროფა იქნება“ - ზაქარეიშვილი

👉 ზურაბ ჯაფარიძემ მანდატის გაუქმების შესახებ პარლამენტს ინდივიდუალურად მიმართა

👉 რა შემთხვევაში გაუუქმდება პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია? - კანონპროექტი პარლამენტში