პოლიტიკა

კობახიძე: ბათუმში გამართული „ნაციონალების“ აქცია იყო შეგნებული მცდელობა, ხელი შეეწყოთ ვირუსის გავრცელებისთის

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე
23:18 17.10
დაკოპირებულია

„როდესაც გაქვს მცდელობა, რომ ქალაქიდან სხვა რაიონებში გადაიტანო ვირუსი, ეს არის შეგნებული დივერსია და შეგნებული დანაშაული საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, 16 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბათუმში გამართული აქციის შეფასებისას.

„საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე გვქონდა მსჯელობა და ჩვენ მაშინ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არავითარი ფორმით აკრძალვები არ დაგვეწესებინა საარჩევნო აგიტაციის კუთხით და ვთქვით, რომ ეს ყველაფერი იყო პოლიტიკური სუბიექტების პასუხისმგებლობა. მათ უნდა ემოქმედათ ამ პასუხისმგებლობით და ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, საარჩევნო აგიტაცია ვერანაირ დამატებით პრობლემას ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ვერ შექმნიდა. ჩვენ ეს პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე გავიაზრეთ და ყველა ღონისძიება, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ ტარდება, იმართება იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებსაც ეპიდემიოლოგები იძლევიან. ეს რეკომენდაციები ყველასთვის არსებობს და მათი გათვალისწინება ყველას ვალია, არა იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული შედეგები იქნეს მიღწეული, არამედ იმისთის, რომ ადამიანების სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ. გუშინ პოლიტიკურმა სუბიექტმა „ნაცმოძრაობის" სახით აჩვენა ის, რომ მას არაფრად უღირს ადამიანის სიცოცხლე.

ყველა სუბიექტს, ყველა პოლიტიკურ პარტიას საშუალება აქვთ სხვადასხვა ფორმით საკუთარი ხმა მიაწვდინონ საზოგადოებას, იქნება ეს ტელევიზიები, სოციალური ქსელები, სარეკლამო რგოლები. ერთადერთი, რაც უნდა შეუზღუდოს საკუთარ თავს პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ეს არის მასობრივი შეკრებები, სადაც დაცული არ არის შესაბამისი რეკომენდაციები. ყველაზე მეტი ცდუნება აქვს „ქართულ ოცნებას“ - ჩვენ შეგვიძლია ნახევარი მილიონი ადამიანი ჩამოვიყვანოთ თბილისში და მასშტაბური აქცია გავმართოთ, რასაც შეიძლება დამატებითი ეფექტი ჰქონდეს ჩვენ საარჩევნო შედეგზე, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ.

გუშინ ათას ხუთასი ადამიანი შეკრიბეს ბათუმის ქუჩებში ანუ ამ პატარა ცდუნებასაც ვერ გაუძლეს. რატომ? ეს არ არის მხოლოდ უპასუხისმგებლობის შედეგი. საზოგადოების უმეტეს ნაწილს და მეც ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს იყო მხოლოდ უპასუხისმგებლობა რაც გუშინ გამოავლინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ეს იყო შეგნებული მცდელობა ხელი შეეწყოთ ვირუსის გავრცელებისთვის. როდესაც ქალაქში, სადაც ვირუსის ყველაზე მეტია კონცენტრაცია და ატარებ ათას ხუთას კაციან შეკრებას, როდესაც ე.წ. მარშუტკებით ჩაგყავს ადამიანები და სხვა რაიონებში უკან აბრუნებ და მცდელობა გაქვს, რომ ქალაქიდან სხვა რაიონებში გადაიტანო ვირუსი, ეს არის შეგნებული დივერსია და შეგნებული დანაშაული საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. არჩევნებამდე სამართლებრივი სანქციები ვერ დაწესდება, არსებობს რეკომენდაციები და როდესაც ისინი ამ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ, ისინი ქართველი ამომრჩევლისგან 31 ოქტომბერს შესაბამისს პასუხს მიიღებენ. ეს პასუხი იქნება ძალიან მკაცრი და ისინი იმაზე უფრო დაბალ შედეგს მიიღებენ, ვიდრე თუნდაც ბოლო კვლევები აჩვენებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არჩევნები 2020

არჩევნები 2020 - უახლესი ამბები (LIVE)

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ საპარლამენტო არჩევნებზე მიმდინარე უახლეს...
„ხვალიდან მეორე ტურის დასრულებამდე პარლამენტის წინ მოედანი ოპოზიციის სათათბიროდ უნდა იქცეს“, - „ერთი...
01:50
გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ იმარჯვებს. მისი თქ...
01:38
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას შეფასებით, ოპოზიცია ხელისუფლებას ჯამ...
01:30
„ცესკოს მოვუწოდებთ დროულად მოახდინოს რეაგირება ყველა საჩივარზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობ...
01:28
ევროპული საქართველოს ლიდერი

ბოკერია: ამომრჩეველთა უმრავლესობამ ცვლილებებს...

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერიას თქმით,...
ანა მიქელაძემ მედიას კენჭისყრის პროცესის...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას კენჭისყ...
ცესკო: 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩე...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე 20:00 საათის მდგომარეობით...
ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიამ ჩემთან დარე...
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ...