მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: ენზელ მკოიანის დაკავების საფუძველი არ არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, 2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დეპუტატ ენზელ მკოიანის დაკავების საფუძველი არ არსებობს.

მისი თქმით, არსებობს ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, რომ სამველ პეტროსიანი ენზელ მკოიანის მისამართით ისვრის, დეპუტატი კი მას თავდაცვის მიზნით პასუხობს.

"ვიდეოში ჩანს, რომ კონფლიქტის და სროლის ინიციატორი სამველ პეტროსიანია, რომელიც უპირისპირდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს. აქ არის დანაშაულის ნიშნები, თუმცა ეს ბუნებრივია სასამართლომ უნდა დაადგინოს, პროკურატურის ჩართულობით.

ენზელ მკოიანის დაკავების ან მის მიმართ რაიმე საქმის აღძვრის საფუძველი არ არსებობს, მითუმეტეს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ენზელ მკოიანთან დაკავშირებით ინციდენტში მონაწილე ორ პირს ბრალი წარედგინა.