მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

მათივე ცნობით, საუბარი ასევე შეეხო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო გეგმებს. მხარეებმა განიხილეს განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებიც.

„ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მიულოცა ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარეობა. ის კარგად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო სესიაზე, ჩვენ ვიხილავთ უკვე დელეგაციის სრულ შემადგენლობას და ოპოზიცია წარმოდგენილი იქნება, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ასევე საქართველოს პარლამენტშიც.

ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რასაც გეგმავს ჩვენი ქვეყანა და გვაქვს დიდი მხარდაჭერა უშუალოდ მისი მხრიდანაც. ქალბატონმა ბურიჩმა ძალიან კარგად იცის ჩვენი გეგმები, მათ შორის, 2024 წელს ევროკავშირის სრულ წევრობაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით.

ასევე, კარგად არის ინფორმირებული იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ზაფხულში განვახორციელეთ და რასაც ძალიან მიესალმებიან. გენერალური მდივანი მიესალმება დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს საარჩევნო სისტემა და მოხდეს შეთანხმების მიღწევა ამ კუთხითაც“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ.