პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმისათვის, რომ სპეკულაციის ყოველგვარი საბაბი მოგვესპო, ოპოზიციას შევთავაზეთ ლეგიტიმაციის 40%-იანი ზღვარი

უმრავლესობის წევრი
ირაკლი კობახიძე, 2020 წ.
1618680497
დაკოპირებულია

„შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის გარშემო კონსულტაციები ორი კვირა მიმდინარეობდა, სწორედ იმ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ბუნებრივია, საინტერესო იყო იმ მოსაზრებების მოსმენა, რომელიც ჩვენ ვაშინგტონში მოვისმინეთ კოლეგების მხრიდან, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საბოლოო ჯამში სწორედ ორკვირიანი განსჯის შედეგი იყო ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პარტიამ, პოლიტსაბჭომ“, - აღნიშნა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას ჰქონდა მყარი საფუძველი. „ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა იმის დაფიქსირება, რომ ვმოქმედებთ სათანადო პასუხისმგებლობით და ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ის მდგომარეობა, რომელიც შექმნილია, საჭიროებს ცვლილებას და ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ. სწორედ ამის გამოძახილია ის, რომ ჩვენ არ მარტო ხელი მოვაწერეთ იმ შეთანხმებას, რომელიც წარმოადგინა დანიელსონმა შარლ მიშელისა და ევროკავშირის სახელით, არამედ ამის მიღმა ოპოზიციას შევთავაზეთ 40%-იანი ზღვრის გამოყენება“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ასევე განმარტა, თუ რატომ შეიცვალა ფასილიტაცია მოდერაციით. „ეს მდგომარეობდა იმაში, რომ მოდერატორს უკვე უნდა შემოეთავაზებინა თავისი ხედვა პოლიტიკური პარტიისთვის, ანუ ის დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის გადმოსახედიდან იქნებოდა სამართლიანი. სწორედ ამ პრინციპის საფუძველზე შეიმუშავა დოკუმენტი კრისტიან დანიელსონმა ორი ელჩის ჩართულობით და სწორედ ამ დოკუმენტში აისახა ევროკავშირის პოზიცია საკითხის სამართლიანად გადასაწყვეტად. შესაბამისად, დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც ეს დოკუმენტი დევს მაგიდაზე და ხელმოწერილია მმართველი პარტიის მხრიდან, თუმცა მას ხელს არ აწერს ოპოზიცია. ამის მიღმა ჩვენ მზად ვიყავით განგვეხილა ეს საკითხი - მუნიციპალურ არჩევნებთან რიგგარეშე არჩევნების საკითხის დაკავშირება თავისი ბუნებრივი ბარიერით და ამ 40%-იან ბარიერზე ჩვენ ოპოზიციასთან შევთანხმდით ჯერ კიდევ შარშან, როცა ხელი მოეწერა 8 მარტის შეთანხმებას. იმისათვის, რომ სპეკულაციის ყოველგვარი საბაბი მოგვესპო, ეს ბონუსი შევთავაზეთ დამატებით ოპოზიციას. ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელიც კონსტრუქციულადაა განწყობილი, ჩვენ დავტოვეთ არგუმენტი, რომ დაეხსნან იმ ბულინგს, რომელსაც ისინი განიცდიან ოპოზიციის რადიკალური ნაწილისგან“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, მაგიდაზე დევს მყარი შეთავაზება, რომელიც ეფუძნება შარლ მიშელის ეგიდით დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, რომელიც სამართლიანობაზეა აგებული.

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

რუსეთის ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე მურახოვსკი, რომელიც ნადირობისას რამდენიმე დღის წინ ტყეში დაიკარგა, ნაპოვნია. ამის შესახებ rbc.ru Telegram-канал Baza-ზე დაყრდნობით იუწყება.

1620629750

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 535 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა.

1620629728

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1439 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629319

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო დეპარტამენტში ახალი სტრუქტურული ერთეული - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო - შექმნა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის ტერიტორიაზე მოხელეთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს გამოიძიებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

1620628826
ავღანეთში თავდასხმა
ავტობუსზე

ავღანეთში ავტობუსის აფეთქებას 11 ადამიანი ემს...

11 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Reuters იუწყება.

დღეს ბახმაროსა და ბაკურიანში მოთოვა

დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი ცვალებადი იყო. ბახმაროს შემდეგ, დღეს ბაკურიანშიც მოთოვა.

ილონ მასკმა აღიარა, რომ მას ასპერგერის ს...

Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა აღიარა, რომ მას ასპერგერის სინდრომი აქვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რუსეთში ომსკის ჯანდაცვის მინისტრს ეძებენ

როგორც რუსული „დოჟდი“ იუწყება, ომსკის საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი გაუჩინარდა.