მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე მიესალმება პრემიერ-მინისტრის მზადყოფნას ჩაერთოს საპარლამენტო პროცედურებში

პარლამენტის წევრი

უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე მიესალმება პრემიერ-მინისტრის მზადყოფნას ჩაერთოს საპარლამენტო პროცედურებში.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის პროცედურა, რომელიც არის დაკავშირებული პრემიერის ანგარიშის წარდგენასთან.

"დღეს პრემიერმა აღნიშნა, რომ ის მზად არის ჩაერთოს საპარლამენტო პროცედურებში რეგლამენტით გათვალისწინებული სხვადასხვა ფორმატით, ერთ-ერთი არის ინტერპელაცია და უკვე არის შემოსული ორი შეკითხვა ინტერპელაციის წესით. გარდა ამისა ივნისში პრემიერი წარსდგება ყოველწლიური ანგარიშით საქართველოს პარლამენტის წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რა თქმა უნდა, პრემიერის სტუმრობა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის პროცედურა, რომელიც არის დაკავშირებული პრემიერის ანგარიშის წარდგენასთან და ასევე ინტერპელაციასთან და ჩვენ დიდი ინტერესით ველით პრემიერს პარლამენტში", - განაცხადა კობახიძემ.