მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: "ნაციონალური მოძრაობა" დეპრესიაშია

საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრ მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ჩვენი ხელფასის 1/3-ს გადავრიცხავთ

"ნაციონალური მოძრაობა დეპრესიულ მდგომარეობაშია", -განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ “postv”-ის ეთერში კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებზე საუბრისას.

მისი თქმით, 2011 წლიდან ბიძინა ივანიშვილი არის "ნაციონალური მოძრაობის" თავდასხმის მთავარი ობიექტი.

"მან შეძლო ის, რაც ვერ ხერხდებოდა წლების მანძილზე და შეიტანა დემოკრატიული გარდატეხა ქვეყნის ცხოვრებაში. მან ჩამოაშორა ქვეყანას აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ძალა, რომლის მმართველობა მთლიანად ძალადობასა და აგრესიაზე იყო დაფუძნებული. ეს ვერ უპატიებიათ დღემდე ბიძინა ივანიშვილისთვის, თუმცა აქ არის ერთი ემოციური მომენტი: შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და არავის ეგონა, ოპოზიციბის წინა ფიასკოების გათვალისწინებით, რომ ერთ წელიწადში ის მოიგებდა არჩევნებს. თანაც ბევრს სჯეროდა, რომ სააკაშვილი, ბოკერია და ვიღაცები იყვნენ გროსმაისტერები, გენიოსები პოლიტიკაში. უცებ შემოვიდა გროსმაისტერი და აჩვენა, რომ ესენი მეორე თანრიგოსნები არიან იმ ჭადრაკში, რასაც პოლიტიკა ჰქვია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მთავარი ღერძი დემოკრატიული სისტემის არის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მათ იციან, სად არის ძალა ამ დემოკრატიული სისტემის, ამიტომ თავდასხმის ობიექტი სწორად ჰყავთ შერჩეული.

„თუმცა, როგორც მაშინ ვერაფერი დააკლეს, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ვერც შემდგომი 7 წელი, ვერც მომავალში დაკლებენ ვერაფერს, რადგან ეს არის კლასიკა: სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, კომპანია GORBI -ის კვლევის შედეგები ემთხვევა იმ კვლევის შედეგებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს დამხმარე ორგანიზაციების საშუალებით. 

„საერთო სურათი არის ის, რომ ოპოზიცია არის მთლიანად გაკოტრებული საზოგადოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით, მათი პროცენტები არის ძალიან დაბალი. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი აღარ აქვთ და მეორეც - არც არავითარი დესტრუქციის რესურსი აღარ აქვთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. GORBI-მ 1090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 55% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 12% კი - „ნაციონალურ მოძრაობას“.​