პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის" ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის

უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე
23:51 17.10
დაკოპირებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის და იგი სრულად იზიარებს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრებას „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის შესახებ პარლამენტის წევრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„კონსტიტუციით არის დადგენილი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძვლები და სამართლებრივად „ნაცმოძრაობის" აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს, იმდენი დანაშაული აქვთ მათ ჩადენილი საკუთარი მოქალაქეებისა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტმა უზარმაზარი საქმე შეკრა, სადაც გაერთიანებულია ყველა დანაშაული, რომელიც წინა ხელისუფლებას აქვს ჩადენილი. დამკვიდრებული იყო სისტემური პრაქტიკა, როგორც ადამიანის ღირსების შელახვის, წამების, ბიზნესის რეკეტი და უამრავი სხვა დანაშაული და არსებობს დანაშაულებები ქვეყნის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. ეს არის ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ის ჩაბარება, რასაც მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა წინ.

ახლა საუბარი მიდის დავით გარეჯის საზღვრის მონაკვეთზე, აქ შეიძლება უფრო მეტი სენსიტიურობაა გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობას ეხება საქმე, მაგრამ რა გააკეთეს 2005-2006 წლებში? მათ შემოხაზეს გაუქმებული საზღვრები იმ ოლქისა, რომელიც გააუქმა ჯერ კიდევ გამსახურდიას ხელისუფლებამ. ეს იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიის საზღვრები, რითაც დამატებით ისარგებლა რუსეთის ფედერაციამ და ხელი შეუწყო, რომ მათ განეხორციელებინათ ამ რეგიონის ოკუპაცია და დღემდე ეხმარება „ბორდერიზაციის“ პროცესის წარმართვაში. ეს ხომ არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ცხადი დანაშაული! ეს დანაშაულებები შეიძლებოდა შეკრულიყო და შეიძლებოდა გამხდარიყო ამ პარტიის აკრძალვის საფუძველი. როდესაც ყველაფრისგან განყენებულად განვიხილავთ ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ასეთი დანაშაულებრივი რეჟიმი შეფასებულიყო და ასეთ შეფასებას მოყოლოდა შესაბამისი პოლიტიკური რეაგირებაც, რაც მოხდა, მაგალითად ნიურნბერგის პროცესზე.

თავისი შინაარსით, შეიძლება მასშტაბებით ის გასაქანი არ ჰქონდათ, რაც ჰქონდა ფაშისტურ ხელისუფლებას, მაგრამ შინაარსით „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ზუსტად იგივე ფაშისტური პოლიტიკური ძალა. 2012 წელს ეს რომ მომხდარიყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იქნებოდა, მაგრამ იქ იყო სხვადასხვა ფაქტორი და შეგნებულად არ შევალ სიღრმეებში. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას - დღეს რომ ვისაუბროთ ამ პარტიის აკრძალვაზე, ზოგადი მიდგომა შემიძლია გითხრათ თუ რა არის ევროპის ქვეყნებში. მიღებული პრაქტიკა არ არის თუნდაც უკიდურესად ექსტრემისტული პარტიების აკრძალვა, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი პარტიები, „ნაცმოძრაობის" მსგავსი პარტიები, როგორიცაა მაგალითად ნეონაცისტური პარტია გერმანიაში, ავსტრიაში თუ იტალიაში, ასეთი პარტიები იატაკქვეშეთში უფრო საშიშები არიან.

როდესაც ისინი არიან ღია ცის ქვეშ, უფრო განეიტრალებულია დანაშაულებრივი ზრახვები. ჩვენ, მე და ირაკლი ღარიბაშვილს, გვაქვს ერთი დამოკიდებულება და მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით - ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ნაცმოძრაობის“ ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის და ამას ჩვენ ვამბობთ არა საკუთარი სუბიქტური გადმოსახედიდან, არამედ ქვეყნის ინტერესების გადმოსახედიდან. ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ „ნაცმოძრაობა“ არ იყოს წარმოდგენილი პოლიტიკურ სპექტრში და როცა ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობაზე“, იქ იგულისხმება ყველა მისი განშტოება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არჩევნები 2020

არჩევნები 2020 - უახლესი ამბები (LIVE)

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ საპარლამენტო არჩევნებზე მიმდინარე უახლეს...
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერიას თქმით,...
54 წუთის წინ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ 13 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მონაცემებზე ი...
58 წუთის წინ
ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში პოლიტიკურ პროგნ...
00:43
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს...
00:23
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე

ისევ ერთპარტიული მთავრობა და ქაოსი პარლამენტშ...

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ორგანიზაცია Survition-ის კვლევებს ენდობა, რომლის თანახმადაც 2020 წლის ს...
ალეკო აღარ გვისმენს! - ნომერი გამორთულია...
პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, აღარ გვისმენს, მისი ტ...
„იმენა მიჯირყვნა“ - თეა წულუკიანი ფოტომო...
„ქართული ოცნების“ წევრი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში...
მელია: ირაკლი კობახიძის ნომერი მოვიპოვე...
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია გამარჯვებაში დარმწუნებულია. გლდანის მა...