პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიამ აღიარა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი იყო კრიმინალური

პარლამენტის წევრი 1
00:29 30.05
დაკოპირებულია

"ნიკა მელიამ აღიარა, რომ სასამართლო ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს იყო აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატი. ეს ნიშნავს, რომ კრიმინალური რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული. ანუ ნიკა მელიამ აღიარა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი იყო კრიმინალური და კრიმინალები მართავდნენ ამ სისტემას. ამერიკელი სენატორი რიში მოითხოვდა, რომ 2012-ში ეს კრიმინალები არ დაგვეჭირა,“-განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში.

რაც შეეხება მოხელეებს და რიგით მოსამართლეებს, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ისინი იყვნენ მხოლოდ დავალების შემსრულებლები.

"სასამართლოსთან დაკავშირებით უნდა მიგვეღო ორიდან ერთ-ერთი ალტერნატიული გადაწყვეტილება. კერძოდ, ან მთლიანი წმენდა უნდა განხორციელებულიყო, ან უნდა დაგვეტოვებინა ის კორპუსი, მაგრამ შინაარსობრივად შეგვეცვალა სასამართლო სისტემა. სენატორი რიში, NGO-ები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საუბრობდნენ, რომ არავითარ შეთხვევაში არ უნდა განხორციელებულიყო საკადრო არსებითი გადაადგილებები სასამართლოში. მივიღეთ ის მოცემულობა, რაც გვაქვს. ის, ვინც დღეს აკრიტიკებს ამ მოცემულობას, თავის დროზე მათ მოითხოვეს ამ მოცემულობის დატოვება. ეს არის პარადოქსი. დღეს ნიკა მელია, რომელიც იყო იმ კრიმინალური სისტემის წარმომადგენელი და 3 ინსტანციის სასამართლოს მიერ ოფიციალურად აღიარებულია კრიმინალად, რომელიც აკოტრებდა კომერციულ ბანკს, საუბრობს იმ ადამიანებზე, რომელთაც ის მართავდა, როგორც კრიმინალური რეჟიმის ერთ-ერთი წარმომადგენელი“ , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

ზღვაზე დასვენება

როგორ დავისვენებთ ზღვაზე პანდემიის პირობ...

ჯანდაცვის სამინისტრომ სანაპირო ზოლებისთვის, როგორც დამსვენებლებისთვის, ისე დასაქ...
ფოთში 43 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან სა...
18:02
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა აბიტურიენტები დალოცა. „იწყება ეროვნული გამოცდები...
17:52
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქ...
17:14
60 წლის ქალი, რომელსაც ეძებდნენ, ოჯახის წევრების ინფორმაციით, განმუხურის კარანტინშია გადაყვანილი. რ...
16:57
პოლიციის შენობა მცხეთაში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-...
მცხეთის პოლიციაში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის ანა გ...
კოჯორში გეგმიური სიტუაციური საველე შეკრე...
საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს განსაკუთრებულ და...
რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ პა...
ჯანდაცვის სამინისტრომ დასვენებისა და გართობის პარკებში ატრაქციონების ოპერირებისთ...
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის...
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიც...