მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ ულტიმატუმებით ჩაკეტა დიალოგი

უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, 2020 წ.

„ჩვენ არ გვქონდა დაყენებული არცერთი ულტიმატუმი მოდერატორისა და იმ დიპლომატების წინაშე, რომლებიც მოლაპარაკებას წარმართავდნენ. ოპოზიციამ დააყენა ორი ულტიმატუმი, რომელთაგან ერთი უკავშირდებოდა არჩევნებსა და პლებისციტს, ხოლო მეორე - რურუას თემას. როდესაც ოპოზიციამ დააყენა ეს ორი ულტიმატუმი, დანიელსონმა განაცხადა, რომ გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი. ოპოზიციამ ჩაკეტა დიალოგი და მოსპო ყველანაირი რესურსი, რომ შეთანხმება შემდგარიყო“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მზად იყო, თუმცა ოპოზიციის პრინციპულობის გამო დიალოგმა აზრი დაკარგა.

„ჩვენ გვქონდა ოთხ ნიუანსთან დაკავშირებით მოსაზრებები და ვთქვით, რომ გაგვეგრძელებინა მსჯელობა. ჩვენ გამოვთქვით პრინციპული თანხმობა დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.

ოპოზიცია იყო გაღიზიანებული იმით, რომ დანიელსონმა დოკუმენტში არჩევნების საკითხზე პუნქტი არ შეიტანა, ხოლო მეორე მიზეზი რურუას თემა იყო, რაზეც მათ ჰქონდათ პრინციპული პოზიცია და დიალოგმა დაკარგა აზრი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრულდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

გახარია: რადიკალიზმი ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას

„ხუთი საკითხიდან, სამზე შევთანხმდით“- ალეკო ელისაშვილი

„მინდა მივმართო ქართველ ხალხს, სრულად ვიზიარებ თქვენს იმედგაცრუებას“ - კრისტიან დანიელსონი