მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას ორი გზა აქვს, ცუდი-შემოსვლა და უარესი-არშემოსვლა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე

„კამერების ჩანაწერების ნახვაზე თქვეს უარი, დებატებზე თქვეს უარი და ახლა უკვე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ამბობენ უარს. ჩვენ შევთავაზეთ, რომ შევქმნათ საგამოძიებო კომისია, გადავამოწმოთ ყველაფერი და თუ მინიმალური სხვაობა მაინც დაფიქსირდება, დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები. თუმცა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ეს პრაქტიკა ჰქონდათ მათ, რაც 2012 წლის შემდეგ აღიკვეთა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიცია მიხვდა, რომ ახალი არჩევნების ჩატარებას ვერ მიაღწევს და უკან იხევს.

„ოპოზიცია უკან იხევს, რადგან ხვდებიან, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან. ამის მიზეზია ის, რომ ჩვენ სვლების ბევრი ვარიანტი გვაქვს, მათ კი ნულოვანი. აქედან გამომდინარე ხვდებიან, რომ თავი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდეს და აქვთ ორი გზა, ცუდი - შემოსვლა და უარესი - არშემოსვლა. ჩვენ კი გვაქვს ძალიან ბევრი მანევრი, რის გამოც ცდილობენ უკან დაიხიონ და ჩიხიდან გამოსავალი მოძებენონ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე უარს აცხადებენ.

👉 ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა ერთპარტიული საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გახარია: გაივლის დრო და არავის ემახსოვრება, ვინ შევიდა პარლამენტში და ვინ არა

👉 ბადრი ჯაფარიძე: სანამ ხელახალ არჩევნებზე არ შევთანხმდებით, ბოიკოტი გაგრძელდება

👉 უგულავა: ბოიკოტი შედგა და ერთპარტიული პარლამენტი მივიღეთ