მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციური სპექტრის უმრავლესობა იმართება კიევიდან

ოცნების აღმასრულებელი მდივანი

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 10-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით ცოტა ხნის წინ დასრულდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეთანხმების ჩაშლაში ოპოზიცია დაადანაშაულა.

„იყო წინსვლა ამ დღეების განმავლობაში, თუმცა სამწუხაროდ გამართლდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. როგორც ჩანს ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი შეთანხმების არ მიღწევა.

ეს გამოიხატა იმაში, რომ დაყენებული იყო კონკრეტული ულტიმატუმები, მათ შორის ისეთიც, რომლებიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის მაგალითად ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია ასეთი ულტიმატუმები არის აბსოლუტურად მიუღებელი დიალოგის პროცესში.

ოპოზიციის თვითმიზანი იყო მოლაპარაკებების ჩაშლა, რაზეც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია. ოპოზიციური სპექტრის უმრავლესობა იმართება კიევიდან კონკრეტული პოლიტიკოსის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ამ ვითარებაში მათ შეთანხმებაზე წამოსვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის შეხვედრა მხარეებს შორის, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობდა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

როგორც კრისტიან დანიელსონმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რიგ საკითხებზე შეთანხმება ვერ შედგა. მისი თქმით, ის ასრულებს მედიაციას თბილისში და ხვალ გაემგზავრება ბრიუსელში.