მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: როდესაც შენ არ იღებ და არ ეთანხმები ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოს, მაშინ როგორ უნდა დაეთანხმო „ქართული ოცნების“ მხრიდან შეწყალებას

ქართული ოცნების ლიდერი

„პარლამენტი მიიღებს ამნისტიის კანონს, როგორც ეს იმ შეთანხმების დოკუმენტით არის გათვალისწინებული, რომელსაც ჩვენ ყველამ მოვაწერეთ ხელი“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ნიკა მელიას უარი გირაოს მიღებაზე მისთვის გაუგებარია. „რაც შეეხება გირაოს არ მიღებას, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, რაღაც ბავშვური თამაში. როდესაც შენ არ იღებ და არ ეთანხმები ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოს, მაშინ როგორ უნდა დაეთანხმო „ქართული ოცნების“ მხრიდან შეწყალებას. ეს არის გაუგებარი. ამნისტიის კანონი ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ პატიობს ნიკანორ მელიას მის მიერ ჩადენილ ძალიან მძიმე დანაშაულს. ეს არის ერთგვარი შეწყალების აქტი. როდესაც არ იღებს გირაოს, მაშინ როგორ მიიღებს „ქართული ოცნების“ მიერ გაცემულ ამ მოწყალებას. ეს არის გაუგებარი და ბავშვური თამაში. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ მივიღებთ ამნისტიის კანონს იმ ვადებში, რაც არის გათვალისწინებული პარლამენტის რეგლამენტით. დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება ამ პროცედურას“, - განაცხადა კობახიძემ.