მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: როგორც ჩანს, ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედებს მიხეილ სააკაშვილი და ერთი ფანჯრის პრინციპით მართავს ასეთ პროცესებს

უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას, 2020 წ.

„როგორც ჩანს ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედებს მიხეილ სააკაშვილი და ერთი ფანჯრის პრინციპით მართავს ასეთ პროცესებს. „გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა კავშირი იყო ნაცმოძრაობასა და გაბუნიას საქმეს შორის“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ ფილმს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ჟურნალისტ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაკვეთას ეხება.

„ზოგადად უკრაინიდან ბევრი საეჭვო რამ ხდება. გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა კავშირი იყო „ნაცმოძრაობასა“ და გაბუნიას საქმეს შორის. მაგრამ ზოგადად, მკვლელობები, ძალადობები და გაყალბებები ეს რომ მიხეილ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა, ყველამ ძალიან იცის და საეჭვოდ უკავშირდება ხოლმე ასეთი რაღაცები უკრაინას.

როგორც ჩანს ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედებს მიხეილ სააკაშვილი და ერთი ფანჯრის პრინციპით მართავს ასეთ პროცესებს. დეტალებს რაც შეეხება, ამას გამოძიება დაადგენს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.