მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭი თებერვალში ეყრება 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე Pia.ge

პარლამენტი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭს 2021 წლის თებერვალში უყრის. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, დეკემბერში კენჭისყრა უცხოელი პარტნიორების თხოვნით არ გაიმართა.

„ჩვენ გვთხოვეს უცხოელმა პარტნიორებმა, რომ დეკემბერში არ გვეჩქარა. ჩვენ ამ თხოვნას ვითვალისწინებთ. თუმცა თებერვალში აუცილებლად ეყრება კენჭი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძე.

ინფორმაციისთვის, ოპოზიცია 2020 წლის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑 თალაკვაძე: უახლოეს დღეებში მოხდება გარდატეხა - ოპოზიცია საპარლამენტო პროცესში მონაწილეობას დაიწყებს

🛑 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლაზე უარი ოფიციალურად განაცხადა

🛑 „პატრიოტთა ალიანსი“ სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობს