მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: შეიძლება გვაქვს კიდეც ოპოზიციასთან მოლაპარაკება ან არც გვაქვს

უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, 2020 წ.

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის პარლამენტში შესვლის თაობაზე ისაუბრა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ავთანდილ ენუქიძის პარლამენტში შესვლაზე ინფორმაცია არ ჰქონია.

„კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ“, - აცხადებს კობახიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე ისაუბრა ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შესახებ.

„ბუნებრივია გვაქვს მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ არა ერთი და ორი, არამედ მეტი ოპოზიციური პარტია შეუერთდება პარლამენტს უახლოეს მომავალში.

შეიძლება გვაქვს ოპოზიციასთან მოლაპარაკებები, შეიძლება არც გვაქვს, რა თქმა უნდა, მეც ვარ რაღაცებში ჩართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

👉 პარტია, რომელიც საბოლოო შედეგით, არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ხელისუფლებასა და მათ შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდი უკვე გაიმართა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🧐 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის

🧐 კობახიძე: სამართლებრივი დისკუსიისთვის მზად ვართ და საპასუხოდ ყველასგან დუმილს ვიღებთ