მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ პრაქტიკულად გამორიცხავს ვადამდელ არჩევნებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Pia.ge

შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ პრაქტიკულად გამორიცხავს ვადამდელ არჩევნებს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მმართველ გუნდს თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-იანი მაჩვენებლის გადალახვა არ გაუჭირდება.

„არა თუ 43%-იანი, ბევრად უფრო მაღალი ზღვრის გადალახვა შეუძლია ძალიან მარტივად „ქართულ ოცნებას“. აქედან გამომდინარე, ვადამდელი არჩევნები არის გამორიცხული. „ქართული ოცნება“ რა თქმა უნდა დამაჯერებლად მოიგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ამის საფუძველზე სათანადოდ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესი. ამაში შეგვიძლია მთელი საზოგადოება დავარწმუნოთ“,- განაცხადა კობახიძემ.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.