მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კოვზანაძე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს სელიმ ჩაქირს შეხვდა

ირაკლი კოვზანაძე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს სელიმ ჩაქირს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს სელიმ ჩაქირს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს: ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა,საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, საბიუჯეტო საკითხები და ასევე სავალუტო ფონდის „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ მიმდინარეობა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს სელიმ ჩაქირს მადლობა გადაუხადა იმ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რომელიც სავალუტო ფონდმა საქართველოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაუწია.