მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ოქრუაშვილი: საქართველოს გარდაცვალების მონაწილეები ვართ, მაგრამ ამას ვერ ვეწინააღმდეგებით

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი

„თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ვხდებით მონაწილე იმისა თუ როგორ გარდაიცვლება ქართული სახელმწიფო“, - ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ არანაირი ნდობა აღარ გააჩნია.

„მონაწილე ვართ იმისა თუ როგორ გარდაიცვლება საქართველო, მაგრამ ამას ვერ ვეწინააღმდეგებით. ამის მიზეზი გახლავთ კორონავირუსი და ქცევის წესებიდან გამომდინარე იძულებულები ვართ, რომ არაადეკვატური კონსტრუქციულობით მივუდგეთ ამ ყველაფერს.

გვესვრიან ქვებს და ჩვენ ვპასუხობთ ვარდებით“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისი თქმით, რეალობაა ის, რომ სახელმწიფოს თვალსა და ხელს შუა ვკარგავთ.

„საფრანგეთში ლოქდაუნი 15 დეკემბერს მთავრდება, რადგან სწორად მართეს პროცესი. ჩვენ არასწორად მოვიქეცით და ამ ყველაფერს ახლა ვიმკით“, - დასძინა ირაკლი ოქრუაშვილმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

როგორც მან განაცხადა, იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს საჭიროა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.

„პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საჭიროა პოლიტიკური ერთობა საერთო კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებს შორის.

პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გარეშე ჩვენ ჭაობიდან ვერ გამოვალთ“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.