პოლიტიკა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოვიდა

ირანელი დიპლომატი
1611821037
დაკოპირებულია

რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

მუჰამედ ჯავად ზარიფს დავით ზალკალიანი დახვდა. საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირანელი დიპლომატი პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, ვიზიტის მიზანი არის მეზობელ ქვეყნებთან განხილვა გასულ წელს სამეზობლოში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, კერძოდ საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ახალი ვითარება და რეგიონის განვითარების და უსაფრთხოების პერსპექტივები.

აქცია მსვლელობა
ფილარმონიიდან

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზი...

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან, რათა, მსოფლიოში მიწოდების კუთხით არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ჰქონდეს ორგანიზაციის კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა ვაქცინის პირველი დოზების რაც შეიძლება მალე მისაღებად.  ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

1614333760

2021 წლის 27 თებერვალს, თბილისის დროით 15:00-22:00 საათზე, ონლაინ ფორმატში გაიმართება „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“,  - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

1614333291

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს დახურულ ფორმატში შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

1614333041

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებას საფრთხეს არ შეუქმნის. ამის შესახებ „ეხო კაცკაზა“ იუწყება. 

1614331946
ლელოს ლიდერი

„არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სამართლიან პროტ...

„ჩვენ გვსურს, რომ გავაერთიანოთ საზოგადოება კონკრეტული  მოთხოვნების ირგვლივ. ჩვენი პროტესტის მიზანიც ეს არის“- აცხადებს  პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღე...

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1614328239
თენგიზ ცერცვაძე: ევროპის 45 ქვეყანას რომ...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძის თქმით, გასულ წელს იყო გარკვეული ჩავარდნები შეზღუდვების მოხსნის გამო, თუმცა ქვეყანამ არსებულ ვითარებას კარგად გაართვა თავი.

თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ამაზე სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი მეტყველებს.

„საქართველოში ადამიანებს უფლება აქვთ, პრ...

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროტესტი სამართლიანად არ მიაჩნია, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ აქვთ აქციის გამართვის უფლება.