მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ის რაც ხდება იმ უმოქმედობის შედეგია, რასაც ხელისუფლება ახორციელებს“ - მინაშვილი ენგურის ტრაგედიაზე

ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი საოკუპაციო ხაზთან დღეს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს გამოეხმაურა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ის რაც საოკუპაციო ხაზზე ხდება საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის ან არასწორი ქმედების ბრალია.

ამასთან, მინაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას საოკუპაციო ხაზი ჩაკეტილი აქვს და ამით მოქალაქეებისა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.

„ეს არის ოკუპაციის შედეგი, რომელიც საქართველოში ხორციელდება და ამ შედეგში თანამონაწილეა საქართველოს ხელისუფლება. არ მინდა გამომივიდეს ისე თითქოს ადამიანების ტრაგედიით და პოლიტიკით ქულებს ვიწერთ, არა, გულწრფელად ვამბობ, რომ სამწუხაროდ რაც ხდება შედეგია იმ უმოქმედობის ან არასწორი ქმედების, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.

ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩაკეტილი აქვს საოკუპაციო ხაზი და ჩვენს თანამოქალაქეებს ჩვენივე ტერიტორიიდან არ ვუშვებთ ან ვუშვებთ ისეთი ფორმით, რომელიც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანები გადმოდიან წამლისთვის, საკვებისთვის და ამ დროს საოკუპაციო ხაზზე არის შემზღუდველი რეგულაციები, ბარიერები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაწესებული. ამაზე დიდი ხანია ოპოზიცია საუბრობს. ამაზე დიდი ხანია საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, თან იმ ფონზე როდესაც ჩვენ ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი ვნახეთ. ადამიანები, რომლებიც აძლიერებენ საოკუპაციო იდეოლოგიას, მაგალითად პოზნერი ის თავისუფლად შემოუშვეს“, - განაცხადა მინაშვილმა ტელეკომპანია„ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას, სამივე მათგანი დაიღუპა.

ამავე თემაზე:

✔️ სუს-ი: მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების დანაშაულებრივი არსი

✔️ ბჟანიამ პოზნერი ოკუპირებულ აფხაზეთში მიიწვია