„2018 წლის 23 მაისს სტრასბურგის სასამართლოში ომის საქმეზე ბოლო მოსმენისას ჩვენ შეგპირდით, რომ ეს იქნებოდა ბრძოლა სიმართლისა და სამართლიანობისათვის და რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნებოდა. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ეს დაპირება შესრულებულია და საქართველომ გაიმარჯვა 12-წლიან სასამართლო დავაში საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 17-მა მოსამართლემ მიიღო და ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
როგორც მინისტრმა განმარტა, რუსეთს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება.
„სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ აფხაზეთის და ცხინვალი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მინისტრმა განმარტა, რომ ევროპული კონვენციის დარღვევისთვის რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი ცალკე პროცედურებით განიხილება და მხარეებს პოზიციების წარსადგენად 1 წელი აქვს.
👉 ინფორმაციისთვის, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
👉 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში, საქართველოს ხელისუფლებისთვის, არჩევნებთან დაკავშირებულ 8 რეკომენდაციას ავრცელებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსს ეხმაურება.
რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყის პრეზიდენტთან ბარჰამ სალეჰთან შეხვედრაზე კონფესიების თანასწორუფლებიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ Associated Press იუწყება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ხელოვნების სასახლეს ეწვია და მის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით ოფციის განხილვა დაწყებულია, რუსული ვაქცინის შემოტანა კი, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არ იგეგმება. ამის შესახებ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ვაქცინების რაოდენობასა და მათ საკმარისობაზე საუბრობს.
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მხარდამჭერი რეგიონში და აშშ-ი მზად არის, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობები.