მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან, მოუწევთ წილი ყარონ“ - ნიკა მელია

ნაცმოძრაობის თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან, გაათავისუფლონ თუ არა ის.

მისი თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებს ვერ არწმუნებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან. პირველი: ფიქრობენ, თუ გამიშვეს, მოლაპარაკების მაგიდასთან ვჯდები და ჩემი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა მათთვის დიდი დისკომფორტი იქნება.

ასევე, 15 მაისამდე მთელ თბილისს და საქართველოს შემოვივლი და თავისუფლებაზე ყოფნის ყველა უპირატესობას გამოვიყენებ ქვეყნის სასარგებლოდ და მათ საწინააღმდეგოდ.

მეორე: საერთაშორისო და ადგილობრივი ზეწოლა უფრო მზარდი გახდება. ვერავის მსოფლიოში ვერ არწმუნებენ, რომ მათ არ ჰყავთ პოლიტიკური პატიმარი. ამიტომ მოუწევთ, წილი ყარონ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება“, - წერს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელებს.

ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ნიკა მელიას ადვოკატი: დიდი ალბათობით, 8 აპრილს მოვისმენთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას

ნიკა მელია: შესაძლებლობა რომ მომეცეს ციხიდან გამოვიქცეოდი

საქალაქო სასამართლო 8 აპრილს ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს