მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ივანიშვილი დასამარცხებელია, სააკაშვილი კი გასაკავებელი“ - ზურაბ ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი

დღეს, 23 სექტემბერს ოპოზიციის საერთო კანდიდატმა დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში, ზურაბ ჯაფარიძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა.

მისი თქმით, არანაირი დაკვეთა არ გახლავთ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მიმართულებით, დაკვეთა ქვეყანაში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის დასრულებაა.

„ივანიშვილი დასამარცხებელია, მიხეილ სააკაშვილი კი გასაკავებელი“, - დასძინა მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ზურაბ ჯაფარიძეს თქმით, მან პარლამენტში ყოფნის გარეშეც ბევრი საკითხის რეალიზაცია მოახდინა.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარალემტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. არჩევნები მოდელით 120/30-ზე გაიმართება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარული სიით 30, ხოლო პროპორციული სიით 120 წევრი შევა.