მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ივანიშვილი ექსცენტრული ადამიანია, პროცესები განვითარდება ისე რომ არავის არ გვაქვს წარმოდგენილი“ - მეგრელიშვილი

გირჩის წევრი

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა, ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებასა და ბოლო სატელევიზიო ინტერვიუს აფასებს. 

ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით ის უშვებს ის აზრს, რომ მან პერსონალურად მიიღო გადაწყვეტილება, რადგან ივანიშვილი ექსცენტრული ადამიანია.

ვახო მეგრელიშვილის თქმით, პროცესები ისე განვითარდება ვერავის რომ ვერ წარმოუდგენია.

„ძნელი წარმოსადგენია ბიძინა ივანიშვილის წასვლა დაიჯერო. სამი სახელისუფლებო შტოა, ამ შტოებს ერთმანეთთან ურთიერთობის ბიძინა ივანიშვილის ან არამხოლოდ ივანიშვილის, არამედ ზოგადად საქართველოში არ ჰქონიათ. მათ შორის კონფლიქტების შემთხვევაშიც, როგორ გვარდება ქვეყანაში სიტუაცია ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს.

აქედან გამომდინარე ძალიან რთულად წარმოსადგენია. შესაბამისად მე მგონია, რომ ეს ერთის მხრივ წარმოუდგენელია, მაგრამ იმის გამო რომ ბიძინა ივანიშვილი არის ასეთი ექსცენტრული ადამიანი როგორიც ის არის, მე ვუშვებ შანსს, რომ მან პერსონალურად გადაწყვეტილება ასეთი მიიღო და პროცესები განვითარდება ისე რომ არავის არ გვაქვს წარმოდგენილი.

ახლა გამოჩნდება იმის საჭიროება, რომ „ქართულ ოცნებაში“ გამოჩნდნენ ადამიანები თავიანთი ხასიათით, თავიანთი თვისებებით, კონფლიქტებით და ასე შემდეგ. გაცოცხლდება ეს ორგანიზმი, რომელიც როგორც საწოვარაზე ისე იყო დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილი“, - აცხადებს მეგრელიშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წარმოდგენა სამყაროზე მისი წარმოდგენისგან მკვეთრად განსხვავდება.

მეგრელიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი სხვა ინფორმაციის მატარებელია.

„შეიძლება იზოლირებულია თავისი შიდა წრის მიერ და ის განსხვავებულად აფასებს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას. ადამიანები ვართ და ბევრ რამეს ვუშვებ“, - აცხადებს მეგრელიშვილი.

ინფორმაციისთვის, 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა რომ წყვეტს პარტიულ საქმიანობას და პოლიტიკურ ასპარეზს ტოვებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „მოველით, რომ პოლიტიკურ ველზე ღირსეულნი გამოჩნდებიან“ - ვოლსკი

✔️ „ქარაქუცა წევრები თავის გარშემო მოიკითხოს“ - მამუკა ხაზარაზე ბიძინა ივანიშვილზე