მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანოვი: ეჭვი მეპარება, საქართველოსთან ფრენები უახლოეს ხანში განახლდეს

რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები უახლოეს მომავალში ვერ განახლდება. ამის შესახებ გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სერგეი ივანოვმა განაცხადა.

„საქართველოსთან დღეისათვის ავიამიმოსვლა არ გვაქვს და ეჭვი მეპარება ფრენები უახლოეს ხანებში განახლდეს,“-აღნიშნა ივანოვმა.

მისი თქმით, საერთაშორისო ფრენები შესაძლოა აღდგეს მხოლოდ პარიტეტის პრინციპით, როცა საავიაციო კონვენციების ყველა მონაწილე თანხმდება ფრენების განახლებაზე.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით აიკრძალა.

გადაწყვეტილება რუსეთმა 20-21 ივნისს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო, როცა აქტივისტებმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტში ყოფნა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავება გააპროტესტეს.