პოლიტიკა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მუშაობის ანგარიში მოისმინა

ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა სამედიცინო და
ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტოს
მუშაობის ანგარიში
მოისმინა
1614264366
დაკოპირებულია

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, ამავე სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის მუშაობის ანგარიში განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მუშაობის ანგარიში ამავე სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ წარადგინა.

მისი თქმით, 2020 წელი, პანდემიიდან გამომდინარე, არაორდინალური იყო, მაგრამ სააგენტოს ძირითადი ფუნქციების განხორციელება არ შეუჩერებია, პირიქით, გაორმაგებული რეჟიმით უწევდა მუშაობა.

პრესსამსახურის თქმით, ანგარიშის წარდგენისას, მომხსენებელმა კანონმდებლებს გააცნო დეტალური ინფორმაცია სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ეს ეხება მეწარმის საქმიანობის შემოწმებას, სამედიცინო საქმიანობის ინსპექტირებას, სამედიცინო დაწესებულებაში სახელმწიფო პროგრამების გეგმიურ და არაგეგმიურ რევიზია/კონტროლს, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხების შესწავლას, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლას და სხვა. მარტო შარშან, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა დაწყებულია 216 შემთხვევაში.

სხვადასხვა შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, შედგენილ იქნა და სასამართლოებს გაეგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 535 ოქმი.

აქედან:

✔️„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევაზე - 262 ოქმი

✔️სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევაზე - 139 (მათ შორის, სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის - 11; 361 მუხლით (ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევისათვის (განმეორებით) - 2)

✔️მაღალი რისკის შემცველი საქმიანობა (ტექნიკური რეგლამენტი) – 106; სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა - 5

✔️უკანონო საექიმო საქმიანობა - 16; პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის, გამოწერის და გაფორმების წესების დარღვევაზე - 7

✔️ამ ეტაპზე, სასამართლოებიდან მიღებული ინფორმაციით, დაჯარიმდა - 298 სამართალდამრღვევი

✔️შენიშვნა მიეცა - 77 სამართალდამრღვევს

✔️საქმე შეწყდა - 19 შემთხვევაში. 141 შემთხვევაში პროცესი მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ცალკე ყურადღება დაეთმო პროფესიული განვითარების საბჭოს საქმიანობას.

წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილა პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 73 საკითხი (ეს შეეხებოდა 140 ექიმს).

უწყების ცნობით, პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა 6 ექიმს; 134 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, მათ შორის, 110 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 24 ექიმს.

სააგენტომ ასევე ჩაატარა ექიმთა სახელმწიფო სასერტიფიკაციო და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები.

სააგენტომ ასევე არაერთგზის განახორციელა კონტროლი და ზედამხედველობა ფარმაცევტულ საქმიანობაზე, ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხზე, მოახდინა ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია. წარმოდგენილ ანგარიშში ყურადღება სხვა საკითხებსაც დაეთმო.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა კომიტეტის წევრთა კითხვებს უპასუხა. მან ყურადღება გაამახვილა სააგენტოს წინაშე მდგარ პრობლემებზე და განაცხადა, რომ სააგენტოს საქმიანობის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებისთვის გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.

მისივე თქმით, უფრო მეტად ეფექტური ბრძოლაა საჭირო წამლების არალეგალური ბრუნვის წინააღმდეგ და ამაში აუცილებელია სხვა სტრუქტურების ჩართულობაც.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ანგარიში ადასტურებს, რომ სააგენტოს უდავოდ დიდი სამუშაოები აქვს განხორციელებული, რაზეც მეტყველებს ანგარიშში წარმოდგენილი სტატისტიკური მასალა.

ამასთანავე კომიტეტის წევრების აზრით, უკეთესი იქნება თუკი კომიტეტს ექნება სრული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორია ტენდენცია წინა წლებთან შედარებით, რა კონკრეტული პრობლემები დგას ამა თუ საკითხის გადაჭრის გზაზე და სხვა.

„პრობლემები არსებობს, რომლებსაც ბუნებრივია მარტო სააგენტო ვერ მოაგვარებს, საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, ანალიტიკური მასალა კი დაეხმარება კომიტეტს შესაბამისი რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავებაში, რათა უწყების საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი საბოლოო - III მოსმენით განიხილეს.

ცნობისთვის, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, თეა წულუკიანის, ალექსანდრე ტაბატაძის, დავით სერგეენკოს, ალუდა ღუდუშაურის, დიმიტრი ხუნდაძისა და ვლადიმერ კახაძის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს, სხდომაზე განსახილველად ალუდა ღუდუშაურმა გამოიტანა.

მისი ინფორმაციით, მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტში რედაქციული ხასიათის ცვლილებები განხორციელდა.

კანონპროექტით ზუსტად განისაზღვრება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული 8 ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები.

აღნიშნული 8 ნივთიერება შეირჩა პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარების ფაქტიდან გამომდინარე, ხოლო ოდენობების განსაზღვრისას, მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები.

ეს ნივთიერებებია:

✔️ამფეტამინი, დეზომორფინი (ე.წ. „კრაკადილი“)

✔️ლიზელგინის მჟავა (ლსდ), მდმა (ე.წ. „ექსტაზი“)

✔️ეფედრონი-მეტკათინონი

✔️მეტამფეტამინი

✔️მეთადონი და ჰეროინი

მათი თქმით, კანონპროექტის მიზანს არ წარმოადგენს ნარკოტიკების ლეგალიზაცია და დეკრიმინალიზაცია.

21 აპრილი

მარილიანი ველი, რეაქცია პოლიციელის განაჩ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგო პოლიციამ იპოვა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

1619030000

რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს.

1619028269

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

1619026150

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 61 967 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.

1619024956
სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების
სააგენტო

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებს არ ვა...

ცნობილი ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე აცხადებს, რომ მას დღესაც კონცერტების ჩასატარებლად რუსეთში და ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ ეპატიჟებიან.

გიორგი ხელაშვილი: ჩვენი დათმობა იყო ის,...

„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ და მელიას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ მექანიზმს ამისთვის. დასავლელ პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, არასდროს მოუწოდებიათ და მით უმეტეს უკარნახიათ, რომ გვემუშავა და გვემოქმედა კანონის საწინააღმდეგოდ,“ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.