მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯაფარიძე: ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ერთად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ კრიზისი დავძლიოთ

ლელოს ერთ-ერთ ლიდერი

„განვიხილავდით შექმნილ ვითარებასა და ვმსჯელობდით გამოსავლის შესაძლებლობებზე“, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ფასილიტატორ ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, პარტნიორებს აწუხებთ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი.

ამასთან, ჯაფარიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ორივე პოლიტიკური ძალის ერთად მუშაობა კრიზისის დასაძლევად.

„ჩვენს მეგობრებს აწუხებთ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შექმნილია ქვეყანაში და ეძებენ გზებს. ისინი ჩვენთან ერთად მსჯელობენ ამ კრიზისიდან გამოსავალზე, ეს იყო შეხვედრაზე ჩვენი განხილვის საგანი.

ერთად უნდა ვიმუშაოთ ყველამ, მათ შორის „ქართულმა ოცნებამაც“. ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ამ შემთხვევაში გაუცხოება და ერთმანეთთან დაპირისპირება გამოსავალი არ არის. ჩვენი პოზიცია არ დაგვიმალავს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებული შეთანხმებაა.

„ჩვენი ღრმა რწმენით გამოსავალი ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმებაა. ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს და გუშინდელი განცხადებებიდან მათ ესმით, რომ დაპირისპირება და ოპოზიციის უგულებელყოფა მხოლოდ კრიზისს აღრმავებს კრიზისს“, - დასძინა ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ინდივიდუალურ შეხვედრას მართავს.

არცერთი ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 ინაშვილი: არავის აქვს უფლება, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ პარლამენტში შეგვიყვანოს

🔴 ელისაშვილი მმართველ გუნდზე: არ მომწონს, რომ ელჩების გარეშე ერთმანეთს ვერ ვესაუბრებით