მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯაფარიძე: პოლიტიკური შეთანხმება თუ არ შედგა, ქვეყანაში სრული გაუგებრობა იქნება

პარტია გირჩის ლიდერი

„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმება არ შედგა, ქვეყანაში სრული გაუგებრობა და ქაოსი იქნება.

ჯაფარიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის 8 წელი სრული გაუგებრობაა.

„თუ შეთანხმება არ შედგება მთავარი პრობლემა რაც იქნება, ეს არის სრული გაუგებრობა. ამ ქვეყანაში არავის ეცოდინება რა იქნება, ვერავინ ვერ დაგეგმავს ერთ კვირასაც კი. ასეთი გაუგებრობა იქნება. ეს იქნება ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა. 8 წლიანი მმართველობა „ოცნების“ სრული გაუგებრობა იყო. ათმაგად უფრო გაუგებარ რეალობაში შევალთ თუ არ შედგა პოლიტიკური შეთანხმება და თუ არ გამოვედით პოლიტიკური კრიზისიდან. არავის ეცოდინება არც ქვეყნაში და არც საზღვრებს გარეთ რანაირი ქვეყანა იქნება საქართველო“, - აღნიშნა ჯაფარიძემ სატელევიოზიო ეთერში საუბრისას.

🔺 ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ.

🔺 ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების 2 რაუნდი უკვე შედგა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ელისაშვილი მმართველ გუნდზე: არ მომწონს, რომ ელჩების გარეშე ერთმანეთს ვერ ვესაუბრებით

🔴 ვაშაძე: კალაძეს თავისი განცხადების გამო ილუზია ნუ ექნება, რომ პარლამენტში შევალთ