მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯაფარიძე: რეგულაციებს არავინ არ უნდა დაემორჩილოს

პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქვეყანა დაუმორჩილებლობის ტალღამ უნდა მოიცვას. 

„არავინ არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს. გასაგებია რომ კოვიდია გავრცელებული, გასაგებია, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის, ეს ძალიან მაღალი რისკის მატარებელია და ადამიანები კვდებიან ამისგან, მაგრამ სასწორის მეორე პინაზე ასევე დევს ადამიანების სიცოცხლეებიც და ამ ადამიანებმა რა ქნან?!

ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები. იქითაც ადამიანის სიცოცხლეა და აქეთაც. ამიტომაც, ეს არის ადამიანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „ფორმულას“ ეთერში.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🛑 ქვეყანაში სასტუმროების ბიზნესი მოკვდა

🛑 ფასდაკლებამ საფრთხის შემცველი ვითარება გამოიწვია - ნათია თურნავა მოლებს მიმართავს