მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს ულოცავს

აპატურაი საქართველოს 9 აპრილს ულოცავს

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ საქრთველოს ეროვნული ერთიანობის დღე, 9 აპრილი მიულოცა.

"ვულოცავ საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, საქართველოს კრიზისის დროს ერთად დგომის საუკუნოვანი ტრადიცია აქვს და ახლაც, ქვეყანა იგივეს აკეთებს იმ პანდემიის წინააღმდეგ, რომელის წინაშეც ჩვენ ახლა ვართ",  - ნათქვამია აპატურაის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა.

თბილისში რუსთაველის გამზირზე, დაახლოებით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნით 10 ათას კაციანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის ელიტარულმა ნაწილებმა ნიჩბების, მხუთავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით უსასტიკესად დაარბიეს.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.