მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კახიშვილი: ადამიანებს ჯერ ისევ აქვთ პრობლემები და საკითხები, რომლებიც მოსაგვარებელია

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იუნკერთა პოლიკლინიკის მედპერსონალს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის კახა კახიშვილის შეფასებით, ადამიანებს ჯერ ისევ აქვთ პრობლემები და საკითხები, რომლებიც მოსაგვარებელია.

„როდესაც ქუჩაში დადიხარ და ადამიანებს ხვდები, ძალიან ბევრი პრობლემაა, იგივე შშმ პირებთან მიმართებაში. ბევრი პრობლემა აქვთ ვეტერანებს, რომელთა ღვაწლი დაფასებული არ არის. ძალიან ბევრი პრობლემა აქვს იმ ადამიანებს, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობენ და არავინ იცის, როდის ჩამოინგრევა. პრობლემაა მიწის დაკანონებასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი სხვა საკითხია, რაც მეც და ხალხსაც პრობლემად მოგვაჩნია“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

მისი თქმით, დადასრულებელია სასამართლო და პროკურატურის რეფორმა.

„რეფორმები ბოლომდეა მისაყვანი, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში“,- განაცხადა კახა კახიშვილმა გადცემა „პოლიტ-ქალაქში“ საუბრისას.